რეზონანსი
21.10.2026

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა და ერთ-ერთ მაგალითად საქართველო დაასახელა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

„არგუმენტების მოშველიება როდესაც სჭირდებათ, ზუსტად იმ არგუმენტებზე ილაპარაკეს, რომლებზეც ვლაპარაკობთ ჩვენ; ასევე ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის ერთი საუკუნეა; რა არგუმენტებზეც ლაპარაკობდა დიდი ბრიტანეთი, როდესაც ამ კანონს იღებდა. ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია. ჩვენ ვეთანხმებით ამ არგუმენტებს; ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან და ერთ-ერთ მაგალითად სწორედ საქართველოც მოიყვანეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიმართლეში, რომელზეც მმართველი პარტია წლების განმავლობაში ლაპარაკობდა.

საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინსივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×