რეზონანსი
21.10.2026

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნაადრევი დაღუპვის მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

გიორგი ნემსაძეს მამა ერთი თვის წინ გარდაეცვალა და ორმოცი 23 ოქტომბერს აქვს.

"ნახალოვკას და მთელ საქართველოს კიდევ ერთი კარგი ადამიანი გამოაკლდა… დაახლოებით ერთი თვის წინ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა ვაჟა ნემსაძე. კარგი ნახალოვკელი, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის მამა. დღეს კი თავად გიორგი ნემსაძის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ. დიდი ტრაგედიაა… ძნელია ასეთ დროს სიტყვების მოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისთვისაც ვაჟა და გიორგი ძვირფასი ადამიანები იყვნენ. ნათელი დაადგეთ ორივეს!" - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×