რეზონანსი
21.10.2026

პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსალოდნელი საფრთხეები გაიაზროს და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს. მისი განცხადებით, არსებული ვითარების შესაძლო გამწვავების შემთხვევაში გამარჯვებულები და დამარცხებულები აღარ იარსებებენ, რადგან შედეგები მთელი ქვეყნისთვის მძიმე იქნება.

სანამ დროა, შეჩერდით.

მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში "გამარჯვებულ-დამარცხებულად" დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა.

სხვა შემთხვევაში, შერჩება საუბარს აზრი? როგორ საუბარს? საუბარს რის თაობაზე? შევძლებთ ნორმალური პოლიტიკური პროცესით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე აზრის ფორმირებას? გვექნება კი ამის უფლება და შესაძლებლობა?

შეკითხვები, რომლებიც პასუხებს ელიან..

პასუხები, რომლებიც ქვეყნის დღევანდელობასა და მის ხვალინდელზე კრიტიკულ გავლენას მოახდენენ..

გავლენა, რომლის მიღმა არცერთი და არავინ დარჩება, - ამბობს

ვიქტორ ყიფიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×