რეზონანსი
22.10.2026

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ პარტიებს 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას ედავებიან.

მანვე აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რასაც ედავებიან და რატომ არის მათი პარტიები ასაკრძალი.

„ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, რაც ცალსახად არის სარჩელში მითითებული, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას, თითოეულ კომპონენტში. დანარჩენი, რა მტკიცებულებით, რომელთან რა მიმართებით ეს არსებითად როდესაც გადავალთ ამ საკითხზე მაგაზე ვიმსჯელებთ და კონკრეტულის მიმართ კონკრეტულ მტკიცებულებას განვიხილავთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოეშვით ახლა ტელევიზიებისთვის მიმართვას და ეკრანებზე საუბარს, რომ თითქოს აქ, ვერავის გაურკვევია რას განვიხილავთ. ყველამ ძალიან კარგად იცის. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×