რეზონანსი
22.10.2026

შეუიარაღებელი თვალითაც იკვეთება განზრახვა იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს პროცესის გაჭიანურება. კერძოდ, გაჭიანურება იმ ეტაპისა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის შუამდგომლობების დაყენებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის თაობაზე მისი პარტიის სარჩელს განიხილავდნენ.

თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ შუამდგომლობები, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს, არის „აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი“.

„რეალურად, თუ დავაკვირდებით, ეს შუამდგომლობებიც არის აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი და ე.წ. პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ იმას, რომ სხვადასხვა ტერმინოლოგიით, სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცენ აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მქონე აზრი და შესაბამისი შუამდგომლობები დააყენონ. რაზეც პროცესის მიმდინარეობისას არცერთი შენიშვნა მიიღეს. გასაგებია, რომ საქმის განხილვის ცენტრალური ნაწილი მათ აშფოთებთ, ის პერსპექტივა, რომელიც გულისხმობს ახსნა განმარტების კითხვა-პასუხის ეტაპს, აქ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ანტიკონსტიტუციური ქმედებების მთელი წყება, რომელიც მითითებულია ჩვენს სარჩელში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×