რეზონანსი
23.10.2026

დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ჩამოშორება მოხდეს პოლიტიკური ცხოვრებიდან.

„დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს. არცერთი პარტიის შუამდგომლობა არ არის დაკმაყოფილებული. ვხედავთ რა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რეალური მიზანი, ამ სარჩელს და პროცესს აქვს ორი მიზანი, პირველი: პარტიების აკრძალვა, მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ჩამოშორება პოლიტიკური ცხოვრებიდან და მეორე: დაფარული მიზანი, გამომდინარე იქიდან რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ ფლობს პარლამენტში, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით სურს დაავალდებულოს ყველა, გატარდეს ამ ქვეყანაში რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, რუსეთის მავნებლური პოლიტიკა გახდეს სავალდებულო კონსტიტუციური წესი.

კარგად გვესმის, რამხელაა დაკვეთა, როგორია გეგმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბეჭედი დაასვას ივანიშვილის მიზნებს და გეგმებს“,- აღნიშნა სიორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×