
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესს დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ესწრება.
გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ პროკურატურა გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც 40-ტომიანი საქმის გამოკვლევა დასრულდება.
„პროკურატურა გამოიკვლევს ნივთიერ მტკიცებულებებს, ამით მოხდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევის დასრულება ბრალდების მხარის მხრიდან, ანუ ჩვენი მხრიდან. 300-ზე მეტი მოწმე იყო წარმოდგენილი საქმეში, უამრავი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, საქმე გახლდათ 40-ტომიანი“, - აცხადებს გიგა ავალიანის დედა.