რეზონანსი
23.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ სარჩელში დასახელებული არცერთი არგუმენტი პარტიის აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა, რომ მათი გუნდი ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს პირველივე დღიდან პროვოკაციად აფასებდა. 

„მე არ მომეცა შესაძლებლობა, რომელი საფუძვლით ითხოვენ ჩვენს არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულებებს უარსაყოფად იმისი, რაც კონსტიტუციურ სარჩელში არის მითითებული. მოსარჩელის მტკიცებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პოლიტიკური პარტიების - „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. ეს ფაქტში არის შეცდომა თავად, იმიტომ რომ კოალიციური ერთობა ჯერ თვითმმართველობის დონეზე არ იქმნება. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პირველი დღიდან ამბობდა, რომ 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია. გადადგომას ედავებიან ადამიანს, რომ ამ გადადგომით კონსტიტუციურ წყობილებას ამხობდა ამ ქვეყნის. 2 წლის შემდეგ დაფუძნებულ პარტიის წევრებს ედავებიან იმას, რომ არ ვემიჯნებით ჩორჩანაში არსებულ ქეისს. პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების საფუძვლად წარმოდგენილი აქვთ პარლამენტზე შტურმი. პარლამენტის მოგერიებაც თურმე პარტიის აკრძალვის საფუძველია. ყველა ეს საფუძველი, რაც მე ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ანტიკონსტიტუციურობის საფუძველი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავას ამ განცხადებას უპასუხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

„ბატონმა ბერდიამ მცირე ირონიით დაიწყო თავისი შუამდგომლობა სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც მკაფიოდ აღნიშნეს, რომ სარჩელი გავიგეთ და მწყობრია. თუმცა ძალიან კარგად გაგიგიათ, ბატონო ბერდია, თუ რა მოგემართებათ, ძალიან კარგად და მთელი ეს დღეები რაზე ლაპარაკობდით, ცოტა გაუგებარია. მეორე, რა გეტყობათ მოუმზადებლის?“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×