რეზონანსი
25.10.2026

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შუამდგომლობების დიდი ნაწილი იყო მხოლოდ მისთვის, რომ შუამდგომლობა დარქმეოდა და პროცესი გაჭიანურებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული პროცესის განხილვისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის შუამდგომლობათა უმეტესობა სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.

„ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის პროცესზე მოყვანას და მოწმის სახით დაკითხვას, გახარიას პარტიის წევრებმა მოითხოვეს ბატონი გახარიას ჩართვა პროცესზე მოწმის სახით და ა.შ. იყო შუამდგომლობები, რომლებიც პროცედურული თვალსაზრისითაც უბრალოდ აბსურდული იყო, სასამართლო ვერც გაითვალისწინებდა ვერანაირად", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×