
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობები, რეკეტი და არც 2012 წლის 1 ოქტომბერს შეუცვლია ქართულ საზოგადოებას ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამართული სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, ზაზა ბიბილაშვილმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი [ზაზა ბიბილაშვილი] საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რაც ჩვენს მიერ სადავოდ გამხდარი საერთოდ არ არის. ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობები, რეკეტი და არც 2012 წლის 1 ოქტომბერს შეუცვლია ქართულ საზოგადოებას ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი. აქამდე მივიდა ბატონი ზაზა.
ზაზა ბიბილაშვილმა მოიტყუა საკონსტიტუციო სხდომის მიმდინარეობისას, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი. ეს არის ტყუილი", - აღნიშნა გორდულაძემ.