რეზონანსი
27.10.2026

28 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, აკაკი ხორავას და დოდო აბაშიძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 28 ოქტომბრის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 28 ოქტომბერს, დღის 11:00 საათიდან, 29 ოქტომბრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: ავჭალა 2, გურიის, ქართლის, ბაღაშვილის, ღამბაშიძის, ხორავას, თაყაიშვილის, ვასაძის, შავგულიძის, ჰერეთის, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩები, ჩიქვანაიას ქუჩას და ჩიხებს.

სოფელი გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, თავდადებულის, ანდრონიკაშვილის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლისა და გამარჯვების ქუჩებს, ანდრონიკაშვილის II შესახვევს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×