რეზონანსი
27.10.2026

სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო, - ასე ეხმიანება ექსპერტი, ირაკლი ლატარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ნაცების ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს.

"უმახინჯესი სულის პატრონი წითლიძე.

სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო...

ნაცების ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ ერთმა შემსრულებელმა (ზონდერმა) სოსანაშვილმა, კაცი  შვილის საფლავზე ააფეთქა და ამ სულით საფრთხობელამ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს.

ასეთია ნაცების მოდგმა, იმის მაგივრად მუხლებზე იდგნენ და მთელ ერს პატიებას სთხოვდნენ, ვერც კი აღიქვამენ საკუთარ უმძიმეს დანაშაულებებს.

წითლიძე არის კოლექტიური ნაცის აზროვნება, ამათთვის მორალი, ტკივილი, თანაგრძნობა და ა.შ. არ არსებული არსებითი სახელებია“ - წერს ლატარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×