რეზონანსი
27.10.2026

ჩვენ ვხედავთ როგორ კრიზისს აწყდება ევროპა რუსეთის ბლოკადასთან დაკავშირებით და ახლა საკუთარი ქვეყნების ინტერესების წინ წამოწევას ცდილობენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადების შეფასებისას, რომელმაც ბრიუგეში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის ახალი მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.

მისივე თქმით, მთავარი რუსეთ-უკრაინის ომის დროული დასრულება და ეროვნული ინტერესების ერთგულებაა.

„ჩვენ ვხედავთ როგორ კრიზისს აწყდება ევროპა რუსეთის ბლოკადასთან დაკავშირებით და ახლა საკუთარი ქვეყნების ინტერესების წინ წამოწევას ცდილობენ. ამაში ცუდი არაფერია. პირველ რიგში მთავარია რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს და შემდეგ ყველა ქვეყანამ საკუთარი ინტერესები წინა რიგში დააყენოს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×