რეზონანსი
27.10.2026

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სასამართლომ ახობაძისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება დაადასტურა, ტყუილია.

მისი თქმით, არცერთ ინსტანციას მსგავსი ფაქტი არ დაუდგენია. მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, ეს არ ნიშნავს ჩადების დადასტურებას - ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ბრალდება იმ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არ დამტკიცდა, რომელიც პრაქტიკაში არსებობს.

“ტყუილია, რომ ახობაძისთვის ნარკოტიკის ჩადება სასამართლომ დაადასტურა.

სინამდვილეში: არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მართალია, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, აღნიშნული მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა იმ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არ დადასტურდა, რომელიც პრაქტიკაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაამკვიდრა.” - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×