რეზონანსი
27.10.2026

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან  ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სარჩელის შეტანა დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ კანონს ეფუძნება, სიცრუეა.

მისი თქმით, სარჩელი იმ ნორმების საფუძველზეა მომზადებული, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და მასში არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული.

“ტყუილია, რომ სარჩელის შეტანამდე დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე მოხდა სარჩელის შეტანა.

სინამდვილეში: სარჩელის შეტანა იმ ნორმების საფუძველზე განხორციელდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და სარჩელის საფუძვლად არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×