რეზონანსი
27.10.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები სულ უფრო მეტად ამყარებს სარჩელს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და ანა წითლიძის მიერ აფრასიძეების საქმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე. მისი თქმით, "ნაცმოძრაობა" დღესაც ამართლებს ამ სახის სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

"ამ დღეებში სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე გარეთ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს. მაგალითად: გუშინ ნაცმოძრაობის ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რაც ნაცმოძრაობის დროს ჩატარებული გამოძიებითაც კი არ დასტურდება და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ის გაესამართლებინათ, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე მოკლეს. დღეს ანა წითლიძე ამართლებდა აფრასიძეების ოჯახზე შვეულმფრენებით თავდასხმას და მძინარე არასრულწლოვნებისთვის ცეცხლის გახსნას. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ნაცმოძარაობა არათუ არ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც კი ამართლებს. ამიტომაც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს," - აღნიშნა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×