რეზონანსი
28.10.2026

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების 57.3%-ის დათვლის შემდეგ, დილის 07:58 საათის მონაცემებით,  ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერ ბლოკს 120-ადგილიან ქნესეთში 55 მანდატი აქვს, მის მოწინააღმდეგე ბლოკს – 49, არაბულ პარტიებს კი – 12.

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ ქნესეთში 120-დან 27 მანდატი, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადგი აიზენკოტის პარტია „იაშარს“ 21 მანდატი ექნება.

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის აუცილებელია 61 მანდატი, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×