
მიხეილ სააკაშვილი უღირებულებო, განულებული პოლიტიკოსია, რომელმაც საქართველოს ბევრი ბოროტება და დიდი ზიანი მოუტანა. ეს ადამიანი დღეს სასჯელს იხდის, ბრალდებულია და მსჯავრდებულიც სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბოლომდე მოუწევს, პასუხი აგოს იმ მძიმე დანაშაულებზე, რომელიც მას ბრალად ედება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვერ გავარკვიეთ, ეს ადამიანი რა ეროვნებისაა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ვის და რას წარმოდგენს.
„ბოლო-ბოლო ვერ გავარკვიეთ, ეს ადამიანი რა ეროვნებისაა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ვის და რას წარმოდგენს. კარგად ვიცით, ისიც, რას ცდილობს – შეინარჩუნოს ის მოწაფეები, რომლებიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამ კოლექტიურ ძალას წარმოადგენენ, რადიკალებს. ცდილობს, ბოლომდე მათ იდეოლოგიურ ლიდერად დარჩეს. მათი იდეური ლიდერია, რომლისგანაც გამიჯვნას ის პატარ-პატარა ლიდერები ცდილობენ, რომლებსაც ამბიცია აქვთ, ჩამოყალიბებულიყვნენ შიდა სივრცეში ლიდერებად, მაგრამ სააკაშვილის ეს კომპლექსი ვერა და ვერ გადალახეს. ასე თანწყობილად იმ დასასრულისკენ მიდიან, რა დასასრულიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელოდებათ. სააკაშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ბოროტებაა. სააკაშვილს და მის პარტიას ელოდება არა მხოლოდ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოსი, არამედ ეს იქნება ისტორიული განაჩენი. ეს ადამიანი ქვეყნის ისტორიაში სირცხვილია. ჩვენი ქვეყანა ასეთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ძალას არ იმსახურებს. ჯანსაღი პოლიტიკური გარემო გვჭირდება, მაღალი ეთიკის, იდეალების, რომლებიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში რეალურ წვლილს შეიტანენ“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა: „ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია“.