რეზონანსი
28.10.2026

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება, წითლიძე კი მის არყოფნაზე ქილიკობს. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე“, რომელმაც წარსულში ათასობით მსხვერპლს დასცინა და მიიჩნევს, რომ ეს ძალა პოლიტიკური სივრციდან სრულად უნდა გაქრეს.

„ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს...

ეს არის კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორალური სახე.

ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები "აპრავა", ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?!

არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×