რეზონანსი
28.10.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში ჩვენი თანადგომა ესპანელ ხალხს“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, ესპანეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×