რეზონანსი
28.10.2026

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში საზოგადოებრივი ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ფიფია ავრცელებს.

ფონდის დამფუძნებლები ოთარ ფარცხალაძე და ნიკოლოზ კარტოზია არიან. თავმჯდომარე მამუკა ფიფია გახდა.

ფიფიას თქმით, ფონდის ინიციატივებს შორის არის: რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის რუსული ენის სწავლისთვის ხელშეწყობა, რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა, რელიგიური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ. ფონდის მთავარ მიზნად ფიფია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ხელშეწყობას ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×