რეზონანსი
29.10.2026

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სამიზნე ქართული ქაოსის მოწყობის მიზნით, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპაში მიმდინარე პროცესების შეფასებისა.

„არაერთხელ აღვნიშნეთ და უნდა გავიმეოროთ, რომ ევროპაში, ევროპის ქალაქებში მიმდინარე ეს ძალიან მძიმე პროცესები ჰგავს მართულ ქაოსს - გარკვეული პოლიტიკური მიზნით ჩამოყალიბებულ სისტემას. ის, რომ ეს ფინანსდება, ჩვენთვის რაიმე რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან კონსპირაციული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს და ორიენტირებულია გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევაზე, რასაკვირველია, ეს ახალი არ არის, ყველასთვის ცნობილია. თუკი ეს დადასტურდა, რასაც საერთაშორისო მედია ასე სკანდალური ფორმით აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რასაკვირველია, აქ სერიოზული პასუხისმგებლობის თემა წამოიჭრება, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სამიზნე ქართული ქაოსის მოწყობის მიზნით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×