რეზონანსი
29.10.2026

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ოქტომბრის დილას ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანზე მდგომ მატარებელზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

სამგზავრო მატარებელი ზაპოროჟიეს მიმართულებით გასამგზავრებლად ემზადებოდა, როდესაც სადგურს რუსული რეაქტიული დრონი დაესხა თავს.

უკრაინის რკინიგზის ცნობით, მიუხედავად საჰაერო განგაშისა და მომეტებული საფრთხის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა, ადამიანები ბაქანზე დარჩნენ.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ ჰანჟამ, 11:29 საათზე განაცხადა, რომ თავდასხმის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ მედიკოსები, რომლებიც დაშავებულებს პირველ დახმარებას უწევდნენ.

დნიპროზე თავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გახშირებული იერიშების მორიგი შემთხვევაა. ბოლო პერიოდში რუსეთის სამიზნეში, მათ შორის, სამგზავრო მატარებლებიც მოექცა, წერს მედია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×