
ელენე ხოშტარიას ამბავი მტკივა - იმიტომ რომ პატარაობიდან ვიცნობ. მაშინ, სულ სხვა ფიქრები, სხვა ამოცანები და სხვა ხედვები ჰქონდა, როცა გავიცანი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიექცეს, თუმცა საზოგადოებამ ეტლში ჩამჯდარი მიხეილ სააკაშვილიც იხილა, რომელსაც ბოლოს აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირდა”.
“ელენე ხოშტარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა. ჩემთვის ელენე ხოშტარიაც თემაა, იმიტომ რომ პატარაობიდან ვიცნობ. პატარა იყო მაშინ, სულ სხვა ფიქრები, სხვა ამოცანები და სხვა ხედვები ჰქონდა, როცა გავიცანი. მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ესე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირს. მე არ მინდა პარალელი გავავლო. დარწმუნებული ვარ, რომ არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო. რაც მთავარია, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედონ. მაგრამ პარალელის გავლება საპროცესო შეთანხმებასთან აცდენილია, იმიტომ რომ საპროცესო შეთანხმება ელენე ხოშტარიასაც შეეძლო გაეფორმებინა, მაგრამ ეს არ არის ქაღალდზე ხელის მოწერის თემა. ეს უამრავ სხვა თემას უკავშირდება,” - განაცხადა ვოლსკიმ.