
ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას როდესაც აკეთებს, მაგალითად, საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ჯო უილსონის კორუფციულ სკანდალში გახვევას ეხებოდა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ, კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას როდესაც აკეთებს, მაგალითად, საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. კონკრეტულად რა იდგა ამის უკან, ამას დაადგენს შესაბამისი ამერიკული გამოძიება. ჩვენ ასევე ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკოსების მოხსენიება ლობისტურ კონტრაქტებში და ეს არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენთვის ეს არის კორუფციული პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი.