
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი მიკიტა პოტურაევი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა. პოტურაევმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციამ რადაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელსაც მხარი პოტურაევმაც დაუჭირა.
გარდა ამისა, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ჯერ კიდევ 2022 წელს პოტურაევი ამბობდა, რომ ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი უნდა მიიღონ და იქ უნდა მოხვდეს ყველა ის პარტია, რომელიც აიკრძალა.
ცნობისათვის, უკრაინაში დღესდღეობით, სხვადასხვა მიზეზის გამო, 18 პოლიტიკური პარტიაა აკრძალული.