რეზონანსი
30.10.2026

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განაცხადებით, ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესები სახელისუფლებო პარტიისთვის საკონსტიტუციო სარჩელში შეყვანილი 5 პოლიტიკური ძალის მორიგი ლუსტრაციაა. „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობა ოპოზიციისთვის კრახით დასრულდება.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×