რეზონანსი
30.10.2026

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განაცხადებით, ევროპაში ადამიანები უკრაინის ომით დაიღალნენ.

როგორც კალასმა მონრეალის უნივერსიტეტში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანიტა ანანდთან საჯარო დისკუსიის დროს განაცხადა, დასავლეთმა უკრაინის მხარდასაჭერად უფრო მეტი უნდა გააკეთოს, თუმცა ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება ამის ახსნა, რადგან ისინი ომით დაიღალნენ.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მდგრადობა და გავაკეთოთ მეტი [უკრაინის მხარდასაჭერად]. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის ახსნა ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება, იმიტომ, რომ ამ ომით ყველა დაიღალა“, - განაცხადა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×