რეზონანსი
30.10.2026

ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჩვენთვის უცნობია.

მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები. მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიკითხნენ.

ინციდენტს ადასტურებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძეც.

„ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულები ვართ. სკოლამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევა გადაცემულია საგამოძიებო უწყებისთვის და საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მომხდარი ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა“, – აცხადებს მადონა გოგიტიძე.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წყარო: „აჭარა თაიმსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×