რეზონანსი
30.10.2026

ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, ძვირადღირებული ძვირფასეულობის ქურდობისა და სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით დაკავებულები 40 წლის ლ.ა. და 47 წლის მ.ჩ. არიან - ორივე მათგანი ბრუკლინში ცხოვრობდა.

მათივე ცნობით, დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილები არიან წარსულში რამდენიმე საცხოვრებლის ქურდობაში. სასამართლო თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 100,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×