აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ მსოფლიო კრიტიკულ მომენტშია.
მისი თქმით, მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას.
„ამ კრიზისების დიდი ნაწილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკური წესრიგის ძირითად საფუძვლებს – ენერგიისა და სურსათის მიწოდებას, სურსათის ბაზრებს, გლობალურ მიწოდების ჯაჭვს, ვაჭრობას და ნაოსნობის თავისუფლებას“, – აღნიშნა რუბიომ.
მარკო რუბიოს განცხადებით, „დიდი ოცეულის“ წევრები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ ამ საფრთხეებს, გააძლიერონ ეკონომიკური მედეგობა, დაიცვან ბაზრები.
სახელმწიფო მდივნის განმარტებით, დიპლომატებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მისი თქმით, მათი ამოცანაა, თავიანთი ქვეყნების სახელით ერთად იმუშაონ, კრიზისებზე რეაგირება შეათანხმონ და საერთო ინტერესები დაიცვან.
ამასთან, რუბიოს თქმით, შეხვედრის პლენარულ სესიაზე ორ საკითხს განიხილავენ – ნაოსნობის თავისუფლებასა და სურსათის უსაფრთხოებას.