
„ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ალდეს“ განცხადება, რომლითაც „ალდე“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გმობს.
„პარტიები, რომლებიც ყველა შემთხვევაში არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ვერასდროს ვერ ჩაითვლებიან დემოკრატიის და თუ გნებავთ, ლიბერალური დემოკრატიის ფლაგმანებად.
უბრალოდ, არიან დანაყოფები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებისათვის და იმ მიზნებისათვის, მათ შორის, რაც „ალდეს“ აქვს და არა იმ მიზნებისათვის, რომელსაც საქართველო და ზოგადად, დემოკრატია ითხოვს. ამიტომ ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.