რეზონანსი
30.10.2026

მეზღვაურთა გაფიცვის გამო, საბერძნეთის კუნძულები გარე სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩდა.

გაფიცვამ შვიდი პორტი მოიცვა, ბორნების მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია, რის გამოც ასობით ტურისტი ვერ ახერხებს გადაადგილებას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზღვაურთა პროფკავშირები ხელფასების 12%-ით ზრდას, სამუშაო და უსაფრთოების პირობების გაუმჯობესებას და სამუშაო დღის შვიდ საათამდე შემცირებას მოითხოვენ, ხოლო ისეთ რეგიონებს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტებია, საბრძოლო მოქმედებების ზონის კლასიფიკაცია მიენიჭოთ და ამ რეგიონებში მეზღვაურების გაგზავნა აღარ მოხდეს. ასევე მათი მოთხოვნაა, შეწყდეს სავაჭრო -კომერციული გემებით სამხედრო მასალების ტრანსპორტირება.

გაფიცვა ეხება პირეოსის, რაფინას, ლავრიოს, პატრას, იგუმენიცას, ელეფსინას და რიო-ანტირიოს პორტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×