რეზონანსი
31.10.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუჯეტის შესრულება, 2027 წლის პრიორიტეტები და მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამები გამიხილეს.

ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვაზე, სოციალური პროგრამების გაფართოებასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში გაზრდილ საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელზე, ფრენებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებზე. ითქვა, რომ მაღალმთიან აჭარაში ზამთრის სეზონისთვის მზადება - გზების და კომუნიკაციების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აღნიშნავს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხების ზრდა ყველა სამინისტროს მიმართულებით.

"მილიარდ 59 მილიონი ლარი განისაზღვრა ამ ეტაპისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 57 მილიონი ლარი გვაქვს მატება, ჩვენ უკვე წელს უკვე ვიზრუნეთ და აჭარის სამინისტროს დავუმატეთ დაფინანსება 10 მილიონი ლარი, 87 მილიონიდან გაიზარდა დაფინანსება და დღეს არის 97 მილიონი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ბენეფიციარი, მეტი ადამიანია ჩართული სხვადასხვა პროგრამაში. ასევე მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხების ზრდა ყველა სამინისტროს მიმართულებით", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×