რეზონანსი
31.10.2026

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ პოლიტოლოგიაში Case Study საგანი იქნება, თუ როგორ შეიძლება მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონების საკითხზე საუბრისას.

კირცხალიას თქმით, რადგან ოპონენტები კანონების ირგვლივ ხელისუფლებასთან დისკუსიაში ვერ შედიოდნენ, შეეცადნენ რომ საკანონმდებლო ინიციატივები როგორც რუსული ისე დაებრენდათ.

„ვნახეთ, რა ფინანსდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ვნახეთ რა რიტორიკა აქვთ და რა საკანონდემბლო ბაზას ქმიან სხვადასხვა თავმოყვარე ქვეყნები“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×