რეზონანსი
31.10.2026

პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია მთელს მსოფლიოში მარტივი მიზეზის გამო, თუ პოლიტიკური პარტიებისთვის ამოსავალი არის არა მოქალაქეების ინტერესები, არამედ დონორის, რა თქმა უნდა, ისინი ვერ იქნებიან ხალხზე მზურნველები, ეს აღარ არის ეროვნული პოლიტიკა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების რისკები ევროპამ დიდი ხანია უკვე დაინახა.

„ტრამპა რომ დახურა USAID და სქემები, რომლებიც გაასაჯაროვა ვნახეთ ფული როგორ ილექებოდა ქართულ [არამარტო] პოლიტიკაში ირიბად, ძალადობის წახალისება როგორ ხდებოდა. ყველას გვახსოვს ევროპარლამენტარები როგორ იდგნენ „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან ერთად, როგორ ახდენდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელის დაწვის რომანტიზებას. ეს არის ევროპული დემოკრატიის ფონდის ლოგო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვიოლა ფონ კრამონები და ის ევროპარლამენტარები არიან დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ თურმე. ეს არის ბძოლა წესების გარეშე და ასეთ დროს ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს კანონმდებლობის მიღებაა.

ეს რისკები ევროპამ დიდიხანია დაინახა, იმიტომ არის საფრანგეთში 340 ხმა 0-ის წინააღმდეგ, მთელმა პარლამენტმა დაამტკიცა, მათ შორის დაამტკიცა გამჭვირვალობის რეესტრი, ანუ საფრანგეთიც ზღუდავს საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას?“, - განაცხადა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×