რეზონანსი
31.10.2026

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კირცხალიას თქმით, როდესაც ლეგიტიმაციას და 78-ე მუხლზეა საუბარი, აღსანიშნავია, რომ ევროპა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დგას.

„ჩვენ გვინდა ის ფასეულობები და ის ღირებულებები, რაზეც ევროპა იდგა. რაზეც დღეს დგას ევროპა და დღევანდელი ბიუროკრატია, ამას პასუხს თვითონ ევროპაში ვხედავთ, რა პასუხს აძლევს თავიანთივე საზოგადოება. ჩვენ გვინდა ის ევროპა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა“, - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×