
მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 2 010 195 მლნ ერთეულს შეადგენს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესახებ ინფორმაციიდან ვგებულობთ.
აღსანიშნავია, რომ 2 მლნ ავტომობილიდან თითქმის მილიონი, უფრო კონკრეტულად კი, 984 369 ერთეული დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება.
უფრო კონკრეტულად, ავტომობილების რეგიონული მაჩვენებელი, საქსტატის მიხედვით ასეთია:
თბილისი - 984 369 ერთეული;
იმერეთი - 211 660 ერთეული;
ქვემო ქართლი - 163 878 ერთეული;
კახეთი - 152 383 ერთეული;
აჭარის ა/რ - 129 254 ერთეული;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 193 ერთეული;
შიდა ქართლი - 96 001 ერთეული;
სამცხე-ჯავახეთი - 67 152 ერთეული;
მცხეთა-მთიანეთი - 45 177 ერთეული;
გურია - 40 778 ერთეული;
რაჭა-ლეჩხული და ქვემო სვანეთი - 11 350 ერთეული.