
არ გამოვრიცხავ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი იქნას მოწვეული. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14-15 დეკემბერს, მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, სადაც უკვე მიიწვიეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
„ეს პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამას. მით უმეტეს, თუ რამე დადებითი შეიძლება მოხდეს მისი დასწრების შედეგად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს არ მაქვს“, - განაცხადა რუბიომ.