
სურამში ახალგაზრდა მამაკაცი, ბაჩო ტეფნაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სურამის მეორე საჯარო სკოლა ავრცელებს.
"ბაჩო იყო ადამიანი, რომელიც თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ყველას უყვარდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს ენით აღუწერელ ტკივილს და ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებთ… სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რომელსაც ახლა განვიცდით“, - წერენ სკოლაში.
უცნობია, რით გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა, როგორც მისი ბიძაშვილი, მარი ტეფნაძე სოციალურ ქსელში წერს, ამას გამოძიება დაადგენს.
"ჩვენო სიამაყევ! ეს რა დღე გაგვითენე ღმერთო, გათენდა როო?!… თავი სიზმარში მგონია…რა მოხდა გასარკვევია, გამოძიება დაადგენს! ფაქტი ერთია, აღარ არის…" - წერს გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი.