რეზონანსი
01.11.2026

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათამდე იმუშავებს. ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლებო პოსტისთვის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი გიუროვი იბრძვიან.

25 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა საჭირო უმრავლესობა. იოტოვას მხარი ამომრჩეველთა 34.76 პროცენტმა დაუჭირა, გიუროვს - 31.95 პროცენტმა, ხოლო ნაციონალისტური პარტია „აღორძინების" კანდიდატმა, კოსტადინ კოსტადინოვმა ხმათა 12.54 პროცენტი მიიღო.

სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის სულ 27 კანდიდატი იბრძოდა. ამასთან, აქტივობამ 23 პროცენტსაც კი ვერ მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი გახდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×