
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და თუ ზელენსკი მას დაურეკავს, ის აუცილებლად უპასუხებს.
"ვფიქრობ, ის, რა თქმა უნდა, უპასუხებს. პუტინს არასდროს უთქვამს უარი საუბარზე", - განუცხადა მან ჟურნალისტს საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
ამასთან, უშაკოვმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკის პუტინთან საუბარი სურს, მას მოსკოვში ჩასვლა შეუძლია.
"ის ხომ სხვადასხვა წყაროდან სიგნალებს გადასცემს. რახან ასე ძალიან სურს დალაპარაკება, დაე, ჩამოვიდეს", - განაცხადა უშაკოვმა.
ცნობისთვის, უშაკოვმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ სატელეფონო საუბრის დროს პუტინს აცნობეს, რომ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი საუბარი სურდა.