
ოქტომბერში რუსეთის არმიის 54 400 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბერში თავდაცვის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 96.2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ეს რუსეთის ჯარების მიერ იმავე პერიოდში დაკავებული ტერიტორიებზე 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია.
„რუსეთი დანაკარგებს განიცდის. ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და უზრუნველვყოფთ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად, რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია სჭირდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოკუპანტების ოქტომბრის დანაკარგები ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის მოსახლეობას შეადარა. მათი შეფასებით, ეს ასევე წითელ მოედანზე დაახლოებით ცხრა სამხედრო აღლუმს ან მოსკოვის მეტროს დაახლოებით 200 ვაგონს უდრის.