რეზონანსი
01.11.2026

ის გადადგა და პრაქტიკულად, მისი აზრით, მისთვის დავალების მიმცემების აზრით, ქვეყანა გაწირა იმისთვის, რომ აქ დესტრუქცია, ქაოსი დაწყებულიყო, - განუცხადა „იმედის კვირას" საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის თქმით, ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართებოდა და იქიდან იყო ორკესტრირებული მთლიანად, მთელი ამ „მეხუთე კოლონის" მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ.

„ის გადადგა და პრაქტიკულად, მისი აზრით, მისთვის დავალების მიმცემების აზრით, ქვეყანა გაწირა იმისთვის, რომ აქ დესტრუქცია, ქაოსი დაწყებულიყო. „ნაცმოძრაობა", „მეხუთე კოლონა" მობრუნებულიყო რევანშით ხელისუფლებაში.

ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართებოდა და იქიდან იყო ორკესტრირებული მთლიანად, მთელი ამ „მეხუთე კოლონის" მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×