რეზონანსი
02.11.2026

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული, „მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია.

„ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“, - აცხადებს გახარია.

მისი თქმით, საქართველოში უკვე ახალი პარტიების შექმნის ნიშნები ჩანს.

„საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, - აცხადებს გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×