რეზონანსი
02.11.2026

ჯერ სხვისი ფიქრები მე არ ვიცი. ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას.

კობახიძის თქმით, ამ კითხვის დასმას არავითარი საფუძველი არ აქვს.

„როცა არავითარი საფუძველი არ აქვს კითხვას, ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ. არავითარი საფუძველი არ აქვს თქვენს კითხვას“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ასეთი საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში, რა იქნება მისი რჩება პრეზიდენტისადმი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ ჩაერევა.

„მე საერთოდ არ ჩავერევი საკითხში, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას და რასაც საფუძველი არ აქვს, იმას ნუ იკითხავთ“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×