რეზონანსი
02.11.2026

ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიწყო - ბადრაგებმა კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ექს-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის განკუთვნილ ადგილზე მიიყვანეს. 

 დარბაზი "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერს ტაშით და შეძახილებით შეეგება.

"ერისკაცს გაუმარჯოს" - იყვირა "ქართული ოცნების" ყოფილმა ლიდერმა ელდარ კურტანიძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შენიშვნა მისცა.

დარბაზში არიან ყოფილი პრემიერის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი, მისი ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი და ოჯახის სხვა წევრები. სასამართლოზე მივიდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×