რეზონანსი
02.11.2026

20-ზე მეტი მაღაზია მიწასთან არის გასწორებული - უმძიმესია ვითარება ამ დრომდე სადგურის მოედანზე, სადაც ძლიერმა ხანძარმა ხალხს შემოსავლის ერთადერთი  წყარო გაუნადგურა. მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ ე.წ. გადასასვლელი ხიდი მიზანიმამართულად დაწვეს.

"რაღაც მოხდა. მაღაზიაში 30-40 ათასის საქონელი მაინც იქნება. გუშინწინ ამ ტერიტორიიდან ხალხი აყარეს, მესამე დღეა და მერე მოხდა ეს და ეჭვი, რა უნდა იფიქრო, აზრზე არ ვარ", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე. 

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი 2 ნოემბერს გაჩნდა,  შესაბამისი უწყების განმარტებით, ხიდზე დაიწვა შერეული ტიპის მაღაზიები. დაშავებული არავინაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×