
ესპანეთში, ქალაქ სანტა-სუსანაში, IFBB Semi Pro მსოფლიო ჩემპიონატზე ბათუმელმა ბოდიბილდერმა გენი დავითაძე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ისტორიაში პირველად, საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს.
გენო დავითაძე არის ბოდიბილდერი და ფიტნესის სპორტსმენი (Classic Physique, Bodybuilding), რომელიც აქტიურად ასპარეზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურნირებზე. იგი ბათუმში ფიტნესკლუბ GOAL FITNESS-ში პერსონალურ მწვრთნელად მუშაობს.
გენო დავითაძე 2026 წლის სექტემბერში საქართველოს ჩემპიონიც გახდა, 2025 წელს კი საერთაშორისო ტურნირზე NPC Pro Qualifier ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე ჯამში ორი მედალი მოიპოვა. კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, გაგა გოგიაშვილმა, იუნიორ მამაკაცთა ბოდიბილდინგში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.