
ფლორიდაში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტი, 20 წლის ნატალია გადელია ფილგეირასია...
აშშ-ში, ფლორიდის შტატში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფას, 20 წლის ახალგაზრდა პილოტის, ნატალია გადელია ფილგეირასის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნატალია კერძო თვითმფრინავის, "Learjet 60"-ის პილოტი იყო. თვითმფრინავი ტეხასის შტატიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ფლორიდაში, უესტ-პალმ-ბიჩის მახლობლად ჩამოვარდა და აფეთქდა. ტრაგედიას ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი ემსხვერპლა.
20 წლის ნატალიას ავიაცია ბავშვობიდან იტაცებდა. მან პილოტის ლიცენზია ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში, სკოლის დამთავრებამდე მიიღო. ახალგაზრდა გოგონა საკუთარი მიღწევებით ამაყობდა და ხშირად საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად ბედნიერი იყო, რომ ფრენის ოცნება აიხდინა. ნატალიას, ახლობლები პასუხისმგებლიან და შრომისმოყვარე ახალგაზრდა ქალად იხსენებენ, რომელსაც ავიაციაში დიდი მომავალი ჰქონდა.
ავიაკატასტროფას კიდევ რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.